ოჯახი, მეგობრები, კოლეგები და მედია დღეს ლექსო ლაშქარავას ემშვიდობება. TV პირველის ოპერატორს დღეს დაკრძალავენ.
ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.
11 ივლისს ლაშქარავა დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.