თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული და მას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენი, რომლითაც ბრლადებული გამართლდა.
როგორც პროკურატურა იტყობინება, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის კაცმა 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
"პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.