logo
ENG



5 ახალი ინფიცირებულიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია - ეზუგბაია

18 ივნ 202011:13
3 წუთის საკითხავი
 
9pp16zwc4xhxw2o.png

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი ინფიცირებულიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. მისივე თქმით, კლინიკაში მხოლოდ ერთი საშუალო სიმძიმის პაციენტი ჰყავთ. 

"გუშინდელი მონაცემებით გვყავდა დადასტურებული 888 შემთხვევა. ბოლო მონაცემებით 893 შემთხვევა გვიფიქსირდება. გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ამ მონაცემების გათვალისწინებით კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 140 პაციენტი. 5 ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია ანუ იმპორტირებული. აქედან 4 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

გუშინ 28 პაციენტი გვყავდა. 8 გამოჯანმრთელებულიდან 7 პაციენტი ჩვენგან გაეწერა. 1 დადასტურებული ინფიცირებული შემოგვემატა მარტო. 20 პაციენტი მკურნალობს ჩვენ ცენტრში. აქედან მხოლოდ 1 საშუალოზე მძიმეა. დანარჩენი პაციენტები არიან საშუალო და მსუბუქია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ


close დახურვა