logo
ENG



5 გასროლა სულაბერიძის მოძრავი მანქანის მისამართით - დაკავებული ბრალს აღიარებს

29 ივლ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

თავდასხმა წყნეთში და დაცხრილული მანქანა, 5 გასროლა ლერი სულაბერიძის მოძრავი ავტომობილის მიმართულებით მსხვერპლის გარეშე დასრულდა. დაკავებულია პირი, რომელიც ბრალდებას აღიარებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გამოძიებას იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების და არა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აწარმოებს.

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი დაკითხვაზე იხსენებს დეტალებს, მაგრამ ამბობს, რომ არ იცის, ვინ ესროლა. დაკავებული სავარაუდოდ, ირაკლი ღლონტია, სულაბერიძის თქმით, მას ბრალდებულთან კავშირი არ ჰქონია და ვერც ანგარიშსწორების მიზეზებს ასახელებს. დაკავებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ ღლონტი სულაბერიძეს იცნობს.


close დახურვა