logo
ENG



5 დღე კარანტინის დაწესებიდან - მარნეულში წყლის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

27 მარ 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

საკარანტინო ზონად ქცეული მუნიციპალიტეტის სოფლებში მისასვლელ გზებზე ანტისანიტარიაა. 5 დღე გავიდა მკაცრი კარანტინის დაწესებიდან და ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება წლის პრობლემა მარნეულში. ადგილობრივები ვირუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობაზეც საუბრობენ.

კვლავ აკრძალულია მარნეულსა და ბოლნისში შესვლა-გამოსვლა. ამ დღეების განმავლობაში 60 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა თერმო სკრინინგით. მარნეულის კლინიკის ექიმების განცხადებით, ტესტირების შედეგად, კორონავირუსის შესაძლო შემთხვევებიდან არცერთი არ დადასტურებულა. 

საკარანტინო ზონაში ქალაქში შესვლამდე ყველა პირის ავტომობილი დეზინფექციის ხსნარით მუშავდება პერიმეტრს შსს თანამშრომლები და შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
 
დღის მანძილზე მოქალაქეებს თერმო სკრინინგი უტარდებათ. მათ ვისაც ტემპერატურა ან ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, საავადმყოფოებში და საკარანტინო სივრცეებში გადაჰყავთ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში თერმო სკრინინგით ჯამში 60 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა.

მარნეულის კლინიკების ექიმების ინფორმაციით კორონავირუსი ამ დროისთვის არცერთ შესაძლო შემთხვევაზე არ დადასტურდა და ყველა შემოწმებული პაციენტის პასუხი კოვიდ 19 ზე უარყოფითია. მათ უმეტესობას სეზონური რესპირატორული დაავადებები აღენიშნებათ. ერთ ერთ კლინიკაში ამ დროისთვის 16 პაციენტი მკურნალობს, 15 ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეს კი რომელსაც მაღალი ცხელება აქვს, დღეს დღის ბოლომდე ეპიდემიოლოგები შეამოწმებენ. მას სავარაუდოდ კოვიდ 19 ზე ტესტირებასაც ჩაუტარებენ. 

საკარანტინო ზონად ქცეული რეგიონის სოფლებში მისასვლელ გზაზე ანტისანიტარიაა. მოსახლეობას კი წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. ადგილობრივები ყვებიან, რომ ზოგიერთ სოფელში წყალი კვირაში მხოლოდ სამჯერ მოდის ზოგიერთ სოფელში კი დღის მანძილზე მხოლოდ ერთი საათით. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ასეთ ყოფას რეგიონში დიდი ხანია მიჩვეულია და უწყლობის გამო ვერც ვირუსის წინააღმდეგ რეკომენდებულ მითითებებს იცავს.

მარნეულელი მოსახლეობის ნაწილისთვის მკაცრი კარანტინის პირობებში ცხოვრება რთულია. გარდა იმისა რომ თავისუფლად გადაადგილება ეკრძალებათ, ამბობენ იმასაც, რომ ქალაქში ვირუსთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაციაც არ მიეწოდებათ.

რამდენ ხანს მოუწევს რეგიონის სოფლის მოსახლეობას ცხოვრება წყლის გრაფიკით და აპირებს თუ არა საერთოდ ადილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას ჯერ უცნობია. მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობამ ჯერ არც ის იცის, როდემდე იქნება შეზღუდული მათი თავისუფალი გადაადგილება ქალაქებში და როდის დასრულდება მკაცრი კარანტინი რეგიონში.


close დახურვა