5 ივლისის საქმეზე ბრალდებული მოძალადე დარბაზიდან გაათავისუფლეს. უშანგი დათუნაშვილს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა. პრეტენზიები თავდამსხმელთან აღარც რუსთავი 2-ის ოპერატორს ჰქონია. ძალადობაში ბრალდებულს მედიასთან საუბარი დღეს არ სურდა, აქტიურობდა მისი ადვოკატი. მედიაზე მოძალადის ინტერესების დამცველი ისევ მედიას დაემუქრა.