logo
ENG



5 ივლისის საქმეზე თაბაგარი სამართალდამრღვევად სცნეს და სიტყვიერი შენიშვნა მისცეს

22 ოქტ 202113:48
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გვანცა ნემსაძე / ფორმულა

5 ივლისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი თაბაგარი სამართალდამრღვევად სცნო და სიტყვიერი შენიშვნა მისცა. 

ბრალდების მხარე მისთვის 15-დღიან პატიმრობას მოითხოვდა. ბრალდება ამბობს, რომ 5 ივლისს, როცა ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და თბილისი პრაიდის ოფისი დაარბიეს, თაბაგარმა პოლიციელს ტელეფონით აგინა. 

საქმის წარმოების დაწყების შესახებ თაბაგარმა 4 სექტემბერს განაცხადა. როგორც თაბაგარი ყვებოდა, ძალადობრივი კონტრაქციის დროს უსაფრთხო ადგილისკენ მიდიოდნენ, როცა პოლიციელმა დაურეკა და ოფისის გაღება სთხოვა, რომ ზარალი აღეწერათ:

"იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა, ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო". 

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის რამდენიმე წევრი დაკავებულია და ციხეში იმყოფება, თუმცა თითქმის სამი თვის თავზე აქციის ორგანიზატორები ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ. 

ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. ისინი ქუჩაში უსწორდებოდნენ გამვლელებს. 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 


close დახურვა