logo
ENG



5 ქალაქი/15 მუნიციპალიტეტი - საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა მიმდინარეობს

30 ოქტ 202107:42
3 წუთის საკითხავი
 
5 ქალაქი/15 მუნიციპალიტეტი - საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა მიმდინარეობს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. 

08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. 

მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს. 

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.

მერის თანამდებობისთვის იბრძვიან: 

თბილისი - ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელია, ქართული ოცნება კახა კალაძე;

რუსთავი - ნაციონალური მოძრაობა დავით კირკიტაძე, ქართული ოცნება ნინო ლაცაბიძე;

ქუთაისი - ნაციონალური მოძრაობა ხატია დეკანოიძე, ქართული ოცნება იოსებ ხახალეიშვილი;

ფოთი - ნაციონალური მოძრაობა გიორგი უგულავა, ქართული ოცნება ბექა ვაჭარაძე;

ბათუმი - ნაციონალური მოძრაობა გიორგი კირთაძე, ქართული ოცნება არჩილ ჩიქოვანი;

რაც შეეხება საკრებულოებს:

თელავი - ნაციონალური მოძრაობა გიორგი ბოტკოველი, ქართული ოცნება ლევან ანდრიაშვილი;

ქარელი - ნაციონალური მოძრაობა ნიკოლოზ ახალკაცი, ქართული ოცნება ზაზა გულიაშვილი;

თიანეთი - თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნება ლევან წიკლაური;

ხაშური - ნაციონალური მოძრაობა იოსებ ბუაძე, ქართული ოცნება თენგიზ ჩიტიაშვილი;

ცაგერი - გახარია ‒ საქართველოსთვის ბესარიონ ბენდელიანი, ქართული ოცნება გიორგი ნემსაძე;

ბაღდათი - ნაციონალური მოძრაობა გიორგი რობაქიძე, ქართული ოცნება კახა ენუქიძე;

წყალტუბო - ნაციონალური მოძრაობა ზაზა მეტრეველი, ქართული ოცნება გენადი ბალანჩივაძე;

ოზურგეთი - დამოუკიდებელი კანდიდატი - კონსტანტინე შარაშენიძე;  ქართული ოცნება ავთანდილ თალაკვაძე,

სენაკი - ნაციონალური მოძრაობა კობა ნაყოფია, ქართული ოცნება ვახტანგ გადელია;

მარტვილი - ნაციონალური მოძრაობა თეიმურაზ ჯანაშია, ქართული ოცნება თორნიკე ჯანაშია;

ხობი - ნაციონალური მოძრაობა ბესიკი შენგელია, ქართული ოცნება დავით ბუკია;

ზუგდიდი - ნაციონალური მოძრაობა ანზორ მელია, ქართული ოცნება მამუკა წოწერია;

წალენჯიხა - ნაციონალური მოძრაობა გიორგი ხარჩილავა, ქართული ოცნება გოგა გულორდავა;

ჩხოროწყუ - ნაციონალური მოძრაობა ბადრი ქარჩავა, ქართული ოცნება დათო გოგუა;

ხელვაჩაური - ნაციონალური მოძრაობა მიშა ბოლქვაძე, ქართული ოცნება ზაზა დიასამიძე.


close დახურვა