logo
ENG



5 ქვეყანა მიმართავს ICC-ის, პალესტინის ტერიტორიებზე სიტუაცია გამოიძიოს

18 ნოე 202300:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/18/oknvavm1zjeuj7q.jpg

ხუთი ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC ) მიმართავს, პალესტინის ტერიტორიებზე სიტუაცია გამოიძიოს. ამის შესახებ ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა ისაუბრა. რეგიონში სიტუაციაზე ინფორმაცია სამხრეთ აფრიკამ, ბანგლადეშმა, ბოლივიამ, კომორის კუნძულებმა და ჯიბუტიმ წარადგინეს.

როგორც მან განმარტა, რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიმართოს პროკურატურას გამოძიებასთან დაკავშირებით. ხანმა აღნიშნა, რომ მისი ოფისი უკვე აწარმოებს გამოძიებას პალესტინის ტერიტორიებზე შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა ჩადენილი იყოს 2014 წლის ივნისიდან ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე.

"ის გრძელდება და ვრცელდება საბრძოლო მოქმედებების ესკალაციასა და ძალადობაზე თავდასხმების შემდეგ, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელდა", - განაცხადა ხანმა.


close დახურვა