შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოუწევს მისვლა. ვახტანგ გომელაურს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იბარებენ. ძირითადი შეკითხვები უწყების ხელმძღვანელს უკვე გაუგზავნეს. ოპოზიციამ ინტერპელაციის გზა მას შემდეგ აირჩია, რაც ნათელი გახდა, რომ უმრავლესობა არც შოვის სტიქიის საკითხზე მისცემდა საშუალებას შეექმნა საგამოძიებო კომისია. ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში ყველაზე გვიან გამოჩნდა, მიზეზად კი მამის ავადმყოფობა დაასახელა. სტიქიის შესახებ მინისტრის განცხადებებმა ეჭვები და შეკითხვები კიდევ უფრო გააღრმავა.
5 შეკითხვა გომელაურს
15 აგვ 202320:17
3 წუთის საკითხავი
