პარლამენტში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება. ვანო მაჭავარიანმა უმრავლესობისა და დამოუკიდებელ დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შესახებ მოხსენებით მიმართა. მინისტრი ტელეკომპანიების დავალიანების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ შეთანხმება შედგა და 5 წელში ყველა მაუწყებელი საბიუჯეტო დავალიანებას სრულად დაფარავს. 2020 წლის ბოლომდე ბიუჯეტი დამატებით 17 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს.
„წარმოდგენილი წინადადების მიხედვით ტელეკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ მათ მიერვე დეკლარირებული გადასახადების სრულად გადახდას. ტელეკომპანიებისთვის მიმდინარე გადასახადის სრულად გადახდით ყველა მაუწყებელი პირველად ჩადგება თანაბარ, კონკურენტულ პირობებში, რითაც სატელევიზიო ბაზარზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება თამაშის ერთიანი წესები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.