ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა.
როგორც ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარი საქართველოშია. ამასთან, ხოშტარია იმედოვნებს, რომ ფოტიგას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალებას მისცემენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მომრიგი სკანდალი იქნება.
"სააკაშვილის უფლებები წარმოუდგენლად ითელება. არ ვიცი ამ დრომდე შეძლებს თუ არა ანა ფოთიგა მასთან შესვლას. თავისთავად მისი ვერ შესვლა იქნება კიდევ ერთი დიდი სკანდალი და დარტყმა. მნიშვნლოვანია, რომ ფოტიგაც და ჩვენი პარტნიორებიც ხედავენ, რომ მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკოსები ვიბრძვით და არ ვეგუებით. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენს ნაცვლად ააშენებს დემოკრატიას საქართველოში...
ჩვენი პარტნიორები საუბრობენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანდაცვის უფლება უნდა იყოს დაცული. სააკაშვილმა გადმოდგა ნაბიჯი და ახლა ჯერი ქართულ ოცნებაზეა. მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება, ჩემი შიმშილობა გაგრძელდება, მანამ სანამ არ მივაღწევთ კონსტიტუციური სიცოცხლის უფლების დაკმაყოფილებას მესამე პრეზიდენტისა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია მე-10 დღეა მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.
გუშინ, 11 ნოემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს.
სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა ელენე ხოშტარიასაც, თუმცა როგორც ხოშტარიამ თქვა, ის მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობას არ შეწყვეტს.