logo
ENG



კალოიანი ხოშტარიაზე: შიმშილობის მე-17 დღეს უარის თქმა ვიტამინებზე ძალიან სახიფათოა

19 ნოე 202111:07
3 წუთის საკითხავი
 

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება მედიკამენტებსა და გადასხმაზე უარის თქმის შესახებ ძალიან სახიფათოა. 

"შიმშილობის მე-17 დღეს უარის თქმა ვიტამინებზე და საუბარია თიამინზე, ზუსტად იმაზე, რომლის დეფიციტმაც გამოიწვია სააკაშვილთან ენცეფალოპათია, ასევე მინიმალურ სითხეებზე უარი თქმა, რომელიც მიმართული იყო ინტოქსიკაციის მოსახსნელად, არის ძალიან სახიფათო შემცირებული რეზერვების ფონზე. მისი ჯანმრთელობის საფრთხეები იზრდება", - ამბობს კალოიანი. 

დღეიდან ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე მედიკამენტოზურ მკურნალობას წყვეტს და უარს ამბობს გადასხმებზეის მე-17 დღეა პარლამენტში შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად". 

სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს. 

 


close დახურვა