ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საბიუჯეტო თანხებს პარტაქტივის დაფინანსებაში ხარჯავს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, მმართველი პარტია ყოველწლიურად 600-მდე მილიონ ლარს ხარჯავს საკუთარი პარტიული აქტივის დაფინანსებაში.
„როცა გახარია ბრძანდებოდა პარლამენტში, მასსა და ირაკლი აბესაძეს შორის ძალიან საინტერესო დებატი შედგა, სადაც ცხადად გამოჩნდა გახარიას ტყუილი. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ივანიშვილმა ბიუჯეტზე გადმოსვა საკუთარი აქტივი. ყოველწლიურად მინიმუმ 600 მილიონი ლარი ისხმება პარტაქტივში.
რომ არა კორონაკრიზისამდე უყაირათო ხარჯვა, უფრო მომზადებული შევხვდებოდით. ჩვენი იმუნიტეტი დასუსტებულია „ქართული ოცნების“ მფლანგველობით და, შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს გააზრებულია და შეცვლილია ეკონომიკური პოლიტიკა. ეს ბიუჯეტი ვერ გამოგვიყვანს იმ კრიზისიდან, რომელშიც ვართ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.