logo
ENG



ადვოკატის თქმით, კონსილიუმის წევრები, არასამუშაო საათების მოტივით, სააკაშვილთან არ შეუშვეს

14 ნოე 202121:55
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, პენიტენციურმა სამსახურმა კონსილიურმის წევრები, არასამუშაო საათების მოტივით, სააკაშვილთან არ შეუშვა.

მისი შეფასებით, პენიტენციურის ეს ნაბიჯი უკანონო და სამარცხვინოა.

"დღეს იგეგმებოდა კონსილიუმის შესვლა გლდანის დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად, თუმცა სამწუხაროდ, 2-საათიანი ლოდინის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა შესვლაზე იმ მოტივით, რომ არ არის სამუშაო საათები.

არასამუშაო საათებში კონსილიუმი ყოფილა უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე დღეს, ასევე არასამუშაო საათებში კონსილიურმის ერთ-ერთი წევრი უკვე იმყოფებოდა დაწესებულებაში", - თქვა მან.

ადვოკატის განცხადებით, დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილს უარი ეთქვა ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებაზე.

სააკაშვილი 45-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, დღეს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც.


close დახურვა