logo
ENG



რუსთავის საკრებულოს 6 წევრი სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

15 ნოე 202115:05
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის 6 დეპუტატი შიმშილობას იწყებს. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

"სააკაშვილს არ ეძლევა საშუალება, მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, აქედან გამომდინარე, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება და ვუერთდებით პროტესტის უკიდურეს ფორმას, რასაც ჰქვია შიმშილობა. შიმშილობას გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა და სააკაშვილი გადაყვანილი არ იქნება მრავალფუნქციურ კლინიკაში", - თქვა ერთ-ერთმა დეპუტატმა ფორმულასთან.

სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც.


close დახურვა