logo
ENG



მიგრანტები თავს ესხმიან პოლონელ ოფიცრებს - ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან სიტუაცია დაიძაბა

16 ნოე 202116:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/16/tjuoh3xxqqmjwxz.jpg
bbc.com

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერზე რამდენიმე ვიდეოს ავრცელებს, სადაც საზღვრის მიმდებარედ მიგრანტებსა და პოლონეთის თავდაცვის სამსახურს შორის დაპირისპირების კადრებია ასახული.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კუზნიცას რეგიონში მიგრანტები აგრესიულად მოქმედებენ. ისინი პოლონელ სამხედროებს და ოფიცრებს თავს ქვებით ესხმიან და სასაზღვრო ღობის განადგურებასა და პოლონეთში შეღწევას ცდილობენ. პოლონეთის თავდაცვის სამსახურები კი საპასუხოდ, მიგრანტთა წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ღამით 4-მა ბელარუსმა ოფიცერმა სასაზღვრო ღობის დაზიანება და 11 მიგრანტის პოლონეთში შეყვანა სცადა. პოლონელებმა ამ მცდელობის აღკვეთა შეძლეს.

უწყების ცნობით, თავდასხმაში მონაწილე მიგრანტები შეიარაღებულნი არიან ქვებითა და მსუბუქი ყუმბარებით, რომლებიც მკაფიო ნათებითა და გამაყრუებელი ხმით სივრცეში ორიენტაციის დაკარგვის მიზნით გამოიყენება.

„მიგრანტები ბელარუსის თავდაცვის სამსახურების მიერ შეიარაღებულნი არიან მსუბუქი ყუმბარებით და ისინი თავს ესხმიან პოლონელ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს“ - წერია სამინისტროს განცხადებაში.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მიგრანტებს ეს აღჭურვილობა ბელარუსის თავდაცვის სამსახურებისგან აქვთ და ზოგადად, ეს თავდასხმები ბელარუსის მთავრობის მეთვალყურეობითა და მხარდაჭერითაა ორგანიზებული.  

ბრუზგი-კუზნიცას რეგიონში ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან რამდენიმე კვირაა ატასობით ადამიანია თავმოყრილი. მიგრანტები, რომელთა უმეტესობა შუა აღმოსავლეთიდან და აზიიდან არიან, პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობენ, რათა სხვა ევროპის ქვეყნებში უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოტივით შეძლონ გადასვლა. 

დასავლელი ლიდერები ბელარუსს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან მიგრანტების კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებენ. ევროკავშირი პოლონეთის საზღვართან მიგრანტების მზარდი კრიზისის გამო, ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას აპირებს.


close დახურვა