logo
ENG



ომბუდსმენი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართოს

16 ნოე 202121:18
3 წუთის საკითხავი
clock 3090
ომბუდსმენი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართოს
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

სახალხო დამცველი აპირებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართოს.

"ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ეთანხმება, სახალხო დამცველს რთავს მესამე მხარედ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვეცემა საშუალება და თუ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჩვენს თხოვნას, იქ წარვადგენთ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი, შუალედური ზომები მიიღო, რითაც საქართველოს მთავრობას მოსთხოვა, აცნობოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება. 

სასამართლო განმარტავს, რომ დროებითი, შუალედური ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. 

თუმცა, მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, ჯერჯერობით, უარს ამბობს. 

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა. 

რატი ბრეგაძე არ ითვალისწინებს შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის სირთულეებს. 


close დახურვა