ლიეტუვა საქართველოს ფაიზერის ვაქცინის - კომირანტის 50 310 დოზას ჩუქნის.
საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ ტვიტერზე დაწერა, რომ ლიეტუვა სოლიდარობას უცხადებს პარტნიორ ქვეყნებს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ.
კალინდრა ამბობს, რომ ამ მხარდაჭერის ფარგლებში 15 000 ათასი დოზა ვაქსზევრია (ასტრაზენეკა) საქართველოს ივლისში აჩუქა.
Today @LithuanianGovt approved donation of 50,310 Comirnaty (Pfizer-BioNTech) vaccines to our strategic partner #Georgia.
კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან.
ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი.
აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე.
აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში.