logo
ENG



ელენე ხოშტარია ნიუჰოსპიტალში რეაბილიტაციისთვის გადაჰყავთ

19 ნოე 202118:03
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა/კადრი

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა, პარლამენტიდან ნიუჰოსპიტალში რეაბილიტაციისთვის გადაჰყავთ.

საკანონმდებლო ორგანოში ექიმები მივიდნენ და მას სასწრაფო დახმარების ჯგუფი გადაიყვანს. ხოშტარიასთან ასევე იმყოფებოდა დედა, ირინა გუნცაძე. 

დღეს, მას შემდეგ რაც იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ შიმშილობას წყვეტს

ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პოლიტიკოსი პარლამენტში იმყოფებოდა. მისი მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იყო.  


close დახურვა