logo
ENG



კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია, "წლის საუკეთესო“ დააფუძნა

22 ნოე 202115:06
3 წუთის საკითხავი
clock 1165
კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია, "წლის საუკეთესო“ დააფუძნა

კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია, "წლის საუკეთესო“ დააფუძნა. 

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, იდეის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი, ქეთი დუმბაძეა. 

"სამინისტრომ მისი ეს ინიციატივა გაიზიარა და ამიერიდან საქართველოში ახალი, ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი ჩატარდება". - თქვა წულუკიანმა. 

ბრიფინგზე მან თქვა, რომ კონკურსის მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.

კონკურში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

1) წლის საუკეთესო რომანი;

2) წლის საუკეთესო პოეტური კრებული;

3) წლის საუკეთესო პროზაული კრებული;

4) წლის საუკეთესო პიესა.

ბრიფინგზე, სადაც კულტურის მინისტრმა ახალი კონკურსი წარადგინა, მთავარი არხის და ტვ პირველის ჟურნალისტები არ შეუშვეს. უწყებას კრიტიკული მედიებისთვის ბრიფინგის შესახებ ინფორმაცია არც მიუწოდებია, ორმა ტელეკომპანიამ ამაზე სხვა წაყროებიდან შეიტყო, თუმცა, დასწრება ვერ შეძლო.

ახალი ლიტერატურული პრემია კულტურის სამინისტრომ მას შემდეგ დააფუძნა, რაც ლიტერა, მწერლების პროტესტის გამო, ჩაიშალა.

მიზეზი ის გახდა, რომ კონკურსის ჟიურის სამინისტროს მიერ შერჩეული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე დაემატა.

ლიტერა პროტესტის ნიშნად ჟიურის 4-მა წევრმა და კონკურსანტების ნაწილმა დატოვა. ჟიურიში მხოლოდ ჭუმბურიძე დარჩა. 

29 ივლისს ლიტერას კონკურსანტებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართეს სამინისტროს მიერ დანიშნული წევრის გაწვევის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. 

5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თავისუფალი ლიტერა მოქალაქეების, ღია საზოგადოების და ფორმულას ფინანსური დახმრებით და კულტურის სამინისტროს გვერდის ავლით მაინც ჩატარდება.


close დახურვა