logo
ENG



1-ლი დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება

24 ნოე 202113:51
3 წუთის საკითხავი
clock 2678

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება. აქამდე მათ მუშაობა 23:00 საათამდე შეეძლოთ.

"რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, ანუ ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან", - თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მან აქვე განმარტა, რომ 1-ლი დეკემბრიდან რესტორნებში შესვლა მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესაძლებელი.


close დახურვა