logo
ENG

სააკაშვილი: სუსი სამედიცინო პერსონალს ჩხრეკს, რათა საზოგადოებას გზავნილები არ გადავცე

25 ნოე 202116:16
3 წუთის საკითხავი
clock 516
სააკაშვილი: სუსი სამედიცინო პერსონალს ჩხრეკს, რათა საზოგადოებას გზავნილები არ გადავცე

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მის პალატასთან სუსის თანამშრომლები სამედიცინო პერსონალს ჩხრეკს, რათა წერილი არ გადასცეს მათ. სააკაშვილი აცხადებს, რომ თუკი ხვალიდან მასთან დეპუტატების შესვლას არ დაუშვებენ, მკურნალობაზე უარს იტყვის. შესაბამისი წერილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. 

"უკვე 1 კვირაა, ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი", - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 

იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. ამჟამად სააკაშვილი რეაბილიტაციის კურსს გადის. 

 

close დახურვა