logo
ENG



მაშველებმა ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი მეორე მეშახტის ადგილსამყოფელსაც მიაკვლიეს

27 ნოე 202119:51
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი განცხადებით, ტყიბულში მიწის მასიდან ამოყვანილი ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილას უკვე გადაყვანილია და კონტაქტურია, ხოლო მეორეს ადგილსამყოფელი დადგენილია და მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ტყიბულში, მიწის მასიდან ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უკვე ამოყვანილია. ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები." - ნათქვამია განცხადებაში

ტყიბულის ნანგრევებიდან ერთი კაცი რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს.

დღეს, ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა.


close დახურვა