ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 56 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღიურად ჩატარდა 36 951 ტესტი.
7 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 8.94%-ია, 14 დღიანი - 8.98%.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 47 176 აქტიური შემთხვევაა.
გუშინ ჩატარდა 6 545 აცრა.
საქართველოში სულ 1 144 294 ადამიანია აცრილი, აქედან ორი დოზით - 994 285.