logo
ENG



"სუს-ტემა უნდა დაინგრეს" - აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან

30 ნოე 202115:17
3 წუთის საკითხავი
clock 859
ვახო ქარელი/ფორმულა

"სუს-ტემა უნდა დაინგრეს" - ამ ლოზუნგით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-მსვლელობა იმართება. 

აქციის მონაწილეები სუს-ის საქმიანობას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს.

აქტივისტებს თან სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ წარწერებით: "სირცხვილია", "ახლა დუმილი დანაშაულია", "ეს მთავრობა ყველაფერს ი-კადრებ-ს" "ნუ გაი-სუს-ები". საპროტესტო აქციას შეუერთდნენ დროასა და ლელოს წევრებიც.

"მოვედით იმ შენობასთან, სადაც იხარშება ყველა ის ბოროტება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გეგმავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. აქ გვართმევენ არჩევნებს, აქედან დაძვრებიან ჩვენს ტელეფონებში და საძინებლებში. აქედან გეგმავენ ყველა იმ სიბინძურეს, რომელმაც დაგვაშორა ევროპულ ორბიტას და მიგვექაჩება რუსეთისკენ. ეს არის საინფორმაციო აქცია იმის გადასახარშად, თუ როგორი ბოროტებაა სუს-ი და როგორ მართავს ბიძინა ივანიშვილი სუს-ის დახმარებით ქვეყანას", - ამბობს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.


close დახურვა