ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის ადვოკატებმა ანა არგანაშვილმა და ანა აბაშიძემ სარჩელი 29 ნოემბერს შეიტანეს.
უფლებადამცველები ითხოვენ, რომ სასამართლომ დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინონ სამეცნიერო არგუმენტაცია კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემასთან დაკავშირებით.
პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდება. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შეძლებენ შესვლას.
აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.
რომელ ობიექტებზე დაგჭირდებათ მწვანე პასპორტი - ნახეთ სია .