logo
ENG



მელია: უნდა შევიკრიბოთ 2 დეკემბერს სასამართლოს ეზოში, კიდევ უფრო მეტნი უნდა მივიდეთ

01 დეკ 202100:06
3 წუთის საკითხავი
clock 1383
მელია: უნდა შევიკრიბოთ 2 დეკემბერს სასამართლოს ეზოში, კიდევ უფრო მეტნი უნდა მივიდეთ
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ეს მელიამ მთავარი არხის ეთერში თქვა და მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

"უნდა შევიკრიბოთ 2 დეკემბერს სასამართლოს ეზოში, მიუხედავად იმისა, რომ იძალადეს, კიდევ უფრო მეტნი უნდა მივიდეთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ პროვოკაციებს არ ავყვეთ. ეს საპროტესტო მოძრაობები არ იქნება მინავლებული. ნუ გაქვთ განცდა, რომ შესაძლებელია მინავლდეს. არ მინავლდება. მაშინ უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილსაც ვტოვებთ ტყვეობაში და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსაც ვეგუებით", - ამბობს მელია. 

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.


close დახურვა