29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა, გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შიმშილობას იწყებს.
საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 27 იანვარს ჩაინიშნა.
აქტივისტ ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას ედავება. მას 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
იგი 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. მას პოლიციელები დაკავების დროს, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდენენ.
მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე, ბესიკ თამლიანი მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე დროშით იდგა და პროტესტს გამოხატავდა, რის შემდეგაც, სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს.