logo
ENG



სააკაშვილის მკურნალი ექიმი: მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხვალინდელი დღისთვის მზადაა

01 დეკ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock 975
2021/12/01/4csttvmvc3tzjhf.jpg

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ხვალინდელი დღისთვის მზადაა.

"მზად არის ხვალინდელი დღისთვის. ბუნება-განწყობა არის კარგი. არანაირი პრობლემა ხვალინდელი დღისთვის არაა. ანალიზების მხრივ ყველაფერი რიგზეა", - განაცხადა ექიმმა.

ხვალ, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, მათ ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, გადაიყვანენ თუ არა ხვალ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწროს.


close დახურვა