logo
ENG



გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს

03 დეკ 202109:28
3 წუთის საკითხავი
clock 2344

საქართველოს 60-მდე მოქალაქე გერმანიიდან და შვედეთიდან გამოაძევეს. ისინი გერმანიასა და შვედეთში არალეგალურად ცხოვრობდნენ და საქართველოში სპეციალური რეისით დააბრუნეს. 

დეპორტირებული მოქალაქეები საქართველოდან წასვლის მიზეზად ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებენ. 

როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია ფრონტექსის წარმომადგენელი ამბობს, 2021 წლის მონაცემებით ქვეყანაში 1500-ზე მეტი ადამიანი იძულებით დააბრუნეს. მისი ინფორმაციით, უმოკლეს ვადაში კვლავ იგეგმება მსგავსი სპეციალური რეისები, დეპორტირებული მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. 


close დახურვა