logo
ENG



საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე გაათავისუფლეს, ის ამბობს, რომ სცემდნენ

04 დეკ 202101:14
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ სოფელ ვანელთან საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე ორ დღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს, ის ამბობს, რომ სცემდნენ. მისი თქმითვე, ოკუპანტები მხოლოდ თავში ურტყამდნენ, რომ სახეზე დარტყმის კვალი არ დამჩნეოდა.

"დამაკავეს ჯავის ცოტა იქით, რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ და სამკურნალოდ. გადავძვერი ღობეზე. ორი ღობე გადავლახე და მერე ცხინვალში ფეხით ჩავედი, ტყის გავლით. ჯავამდე მანქანით მიმიყვანეს. მერე ხუთი საათი ფეხით ვიარე და გზის პირას დამაკავეს. ჯერ ჯავის ციხეში ვიყავი, მერე მესაზღვრეებმა გადამიყვანეს თავიანთთან [ცხინვალში], ცოტა მცემეს. ხელი არ გავარტყი, რომ "სროკი" არ ამეკიდა. ერთმა პოლიციელმა და ერთმა მესაზღვრემ დამარტყა. მედავებოდნენ, რატომ გადმოხვედიო ჩვენს ტერიტორიაზეო. ერთი სამჯერ თავში წამომარტყეს. სასამართლო არ მქონდა, ჯარიმა არ გადამიხდია, არ მქონდა ფული. რუსეთიდან დეპორატაცია მაქვს, მეგონა აქედან შევიდოდი. ცხინვალში სასაზღვრო ჯარმა დამკითხა, რუსულად მესაუბრებოდნენ, სპეციალურად თავში კეფაში ურტყამენ, რომ სახეზე არ შეგეტყოს." - ამბობს მალხაზ ჯანელიძე

მალხაზ ჯანელიძის გათავისუფლებამდე სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომ მიმდინარეობდა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესი.

 


close დახურვა