logo
ENG



მელიქიშვილის N6-ში ხანძრის შედეგად 6 ოჯახი დაზარალდა

05 დეკ 202112:14
3 წუთის საკითხავი
 

მელიქიშვილის #6-ში ხანძარი მოხდა. ცეცხლი ორ საცხოვრებელ სახლს დღეს, 5 დეკემბრის დილას გაუჩნდა.

ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

დაზარალდა 6 ოჯახი. ხანძარს მსხვერპლი არ მოყოლია.

ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ძველი სადენების აალებაა. 


close დახურვა