logo
ENG



სამადაშვილი: ოცნების ვიზიტი სტრასბურგში იყო კრახი, ბევრ ადამიანთან შეხვედრაზე უარი მიიღეს

06 დეკ 202119:05
3 წუთის საკითხავი
clock 1576
სამადაშვილი: ოცნების ვიზიტი სტრასბურგში იყო კრახი, ბევრ ადამიანთან შეხვედრაზე უარი მიიღეს

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სტრასბურგში ქართული ოცნების დელეგაციასთან შეხვედრაზე მთელი რიგი პოლიტიკური ჯგუფები უარს ამბობდნენ. ამის შესახებ მან ფორმულას გადაცემა კომენტარში ისაუბრა.

მისივე შეფასებით, ოცნების ვიზიტი სტრასბურგში იყო "სრული კრახი".

"მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მთელი რიგი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები კობახიძეს არ შეხვდნენ, უარი უთხრეს შეხვედრაზე იმიტომ, რომ მათთან გვერდში გამოჩენა უკვე დამაზიანებელია. მათ შორის ისეთი ხალხისთვის, ვინც თავის დროზე, ქართული ოცნების სერიოზული მოკავშირე იყო ევროპაში. ქართულ ოცნებასთან შეხვედრა უკვე დისკრედიტაციაა ბევრი პოლიტიკოსისთვის. ეს იყო სრული კრახი. მათი ვიზიტი სტრასბურგში იყო სრული კრახი, სადაც ვერ შეხვდნენ ბევრ ადამიანს, უარი მიიღეს შეხვედრაზე", - თქვა სამადაშვილმა.

ქართული ოცნების წევრები და თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით ნოემბერში იმყოფებოდნენ.


close დახურვა