logo
ENG

119-ე სკოლის მასწავლებლების ნაწილის თქმით, ყოფილი დირექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

07 დეკ 202117:21
3 წუთის საკითხავი
clock 259

თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლების ნაწილი ამბობს, რომ ყოფილი დირექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

მათი თქმით, ყოფილი დირექტორი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ის ოპოზიციის მომხრე იყო, ახალი კი იმიტომ დანიშნეს, რომ ის ქართული ოცნების მხარდამჭერია.

მასწავლებლები ასევე ეჭვქვეშ აყენებენ ახალი დირექტორის კომპეტენციას და ამბობენ, რომ მას პროფესიული გამოცდა ჩაბარებული არ აქვს. 

"დირექტორად დაგვინიშნეს ქართული ოცნების მხარდამჭერი, დირექტორის გამოცდა არ აქვს ჩაბარებული. გამოცდა ვისაც ჰქონდა ჩაბარებული, მოგვიხსნეს, უფლება შეუჩერდაო და თავს გვავხვევენ გამოცდაჩაუბარებელ პედაგოგებს. გაოცებულები ვართ, დაგვცინის სამინისტრო?" - ამბობს სკოლის მასწავლებელი.

საკითხზე კომენტარს არ აკეთებს არც სკოლის ახალი დირექტორი და არც განათლების სამინისტრო. 


close დახურვა