logo
ENG



"გომბორა, უთხარი" - ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებაზე კითხვა ძაღლთან გადაამისამართა

08 დეკ 202111:24
3 წუთის საკითხავი
 
"გომბორა, უთხარი" - ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებაზე კითხვა ძაღლთან გადაამისამართა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ჟურნალისტების კითხვებს ირონიით უპასუხა და ისინი საკუთარ ძაღლთან გადაამისამართა. 

"გომბორა უთხარი, აბა მიდი", - მიმართა ზურაბიშვილმა ძაღლს, როდესაც ჟურნალისტები მას 2 საათზე დაგეგმილ აქციასა და დესტაბილიზაციის შემცირებაზე ეკითხებოდნენ. 

დღეს, 14 საათზე პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. 

"პოლიტიკური ნორმალიზაცია ვერ მოხდება სამოქალაქო თანხმობის გარეშე, და სამოქალაქო თანხმობა ვერ შედგება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე.

ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე სახალხო დემონსტრაციებში მონაწილეობით, თავისი პოზიციის საჯაროდ გამოხატვით და პეტიციაზე ხელმოწერით შეუერთდა და მხარი დაუჭირა საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას ! ეროვნულო შერიგების კამპანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან დაიწყება.

სალომე ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი, რადიკალურად დაპირისპირებული, მისი ქვეყნის მოქალაქეები გააერთიანოს", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 


close დახურვა