logo
ENG



მარგველაშვილი: 3 პრეზიდენტის შეხვედრა იქნებოდა გზავნილი, რომ შეგვიძლია მაგიდასთან დაჯდომა

13 დეკ 202114:52
3 წუთის საკითხავი
 

ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება "ინკლუზიური პროცესისა და ეროვნული მასშტაბით საუბრის წამოწყებაზე" შინაარსობრივია და მიმართულია როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებისკენ. 

"3 პრეზიდენტის შეხვედრა გაუგზავნიდა გზავნილს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ისე ქართულ საზოგადოებას, რომ ქართველებს შეგვიძლია დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, მიუხედავად იმისა, პოლიტიკოსებს მოგვწონს თუ არა ერთმანეთი. 

ასევე, ეს აწევდა ამ პროცესის პოლიტიკურ სტატუსს და კარგად დასაწყისს შექმნიდა იმისთვის, რომ ასეთი მაგიდის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიკრიბოს, რომ პროცესი იყო ჩართულობითი". - თქვა გიორგი მარგველაშვილმა ფორმულასთან

***

შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე". 

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას. 

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა". 

"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით". - თქვა კობახიძემ. 

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა.


close დახურვა