logo
ENG



სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს

16 დეკ 202120:09
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში ჩამოსვლიდან სამ დღეში მესამე პრეზიდენტის ბიძა გამოკითხვაზე დაიბარეს. თემურ ალასანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. მესამე პრეზიდენტი გამოძიების გამოკითხვას მისი ოჯახის დევნად განიხილავს. საქმე ეხება იმ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც 2018 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე უკრაინულ საიტზე გავრცელდა, ოცნების ხელისუფლებამ მაშინაც და ახლაც აუდიოჩანაწერი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა. 


close დახურვა