logo
ENG



გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი გაამართლეს

17 დეკ 202112:26
3 წუთის საკითხავი
clock 7780

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი გაამართლეს. 

მათ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ერთხმად მიიღეს. 

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, კობიაშვილი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მიზნით და თავს იცავდა.

2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი ადამიანი კი დაჭრეს. საქმეზე სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

თავიდან კობიაშვილს ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.

ასევე პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 ადამიანს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

დაცვის მხარის ამტკიცებდა, რომ მერაბ კობიაშვილს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და ის ჩხუბში სხვას აშველებდა, რა დროსაც თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა, კობიაშვილი კი მათ მოგერიებას ცდილობდა.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით, მერაბ კობიაშვილს მიაყენეს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2020 წლის ნოემბერში მერაბ კობიაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდა.


close დახურვა