logo
ENG



თვითმხილველების თქმით, ნუციბიძეზე 17 წლის ბიჭი ცივი იაღარით დაჭრეს

18 დეკ 202122:30
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა/კადრი

არსებული ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილი 17 წლის მოზარდია. მას ჭრილობები ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს. 

თვითმხილველები ფორმულასთან საუბარში ამბობენ, რომ არასრულწლოვანს თავს სხვა მოზარდი დაესხა და ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველები იმასაც აღნიშნავენ, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაგვიანებით მოვიდა. დაჭრილი მოზარდი კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. 

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 


close დახურვა