logo
ENG



ნუცუბიძეზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

19 დეკ 202118:47
3 წუთის საკითხავი
clock 820
2021/12/19/rinlu5pu1onaq12.png

ნუცუბიძის პლატოზე გუშინ, 18 დეკემბერს მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ფორმულას მისმა მამამ, გია თოიძემ უთხრა.

დაჭრილი 17 წლის მოზარდია. მას ჭრილობები ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს. 

თვითმხილველებმა ფორმულასთან თქვეს, რომ არასრულწლოვანს თავს სხვა მოზარდი დაესხა და ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველები იმასაც აღნიშნავენ, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაგვიანებით მოვიდა. დაჭრილი მოზარდი კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. 

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 


close დახურვა