logo
ENG



დღეს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

22 დეკ 202109:12
3 წუთის საკითხავი
clock 573

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 

სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

როგორც ცნობილია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს არ დაესწრება. 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ის იმავე საღამოს დააკავეს, თუმცა, ბრალი 20 დღის შემდეგ წარუდგინეს. 

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია. 

ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები

მათი საქმეები ერთმანეთისგან გამოყვეს და სასამართლო ცალ-ცალკე ეპიზოდებად განიხილავს.


close დახურვა