ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ომიკრონის შტამი საქართველოში 24 ადამიანს დაუდასტურდა.
ყველა მათგანი იმ 2 ადამიანის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსის ეს შტამი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩნდა.
გაბუნიას თქმით, ინფიცირებულთა უმეტესობა აცრილი იყო, თუმცა, ინფიცირების მიმდინარეობა მსუბუქი ან საშუალოა.
"ჩვენ ხელთ არსებული მონაცემები მიუთითებს იმას, რომ ვაქცინაცია არის ეფექტური ჰოსპიტალიზაციის, დამძიმების და ლეტალობის თავიდან ასაცილებლად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმის დაცვის შესაძლებლობას". - თქვა მან.
მინისტრის მოადგილისვე განცხადებით, ხვალ, 23 დეკემბერს ვაქცინაციის საბჭო შეიკრიბება და ბუსტერ დოზის ვადებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს.