logo
ENG



ლიტერატურული პრემია "საბას" 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24 დეკ 202100:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/24/edizv3gst1uo7d7.jpg

ლიტერატურული პრემია საბას 2021 წლის გამარჯვებულები ცნობილია. ჟიურიმ წელს საუკეთესო წიგნები და ავტორები 10 ნომინაციაში გამოავლინა.

გთავაზობთ გამარჯვებულთა სიას:

საუკეთესო რომანი: 

თამთა მელაშვილი - „შაშვი შაშვი მაყვალი“ 

საუკეთესო პოეტური კრებული:

ნუგზარ ზაზანაშვილი - „წავა წავა წავა წავა“

საუკეთესო პროზაული კრებული:

გიორგი სოსიაშვილი - „ოთხი მოთხრობა“

საუკეთესო პიესა:

პაატა ციკოლია - „მედეა s01e06”

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

ნანა ტრაპაიძე - „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“;

ნინო დიანოსაშვილი - „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

ნანა აბულაძე - „აკუმი“;

ირინა ტაბაღუა - „ტელეფას ცხვარი“

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

მარიამ ხუცურაული - „მარილი გემოვნებით“

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი:  

ანი კოპალიანი - ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ”;

გიორგი ლობაჟანიძე - ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი“

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსიისთვის ქართულ ლიტერატურაში: 

ბიძინა მაყაშვილი - “მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას”;

ივა ფეზუაშვილი - “ბუნკერი”

აღსანიშნავია, რომ ეს საბას კონკურსის ახალი ნომინაციაა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა. 

ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის:

გივი შაჰნაზარი - პოეტი და მთარგმნელი 

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია საბა 2002 წელს დაარსდა. პრემიის მიზანი გასული წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენაა.


close დახურვა