არჩევნების შემდეგ და საახალწლოდ უსიამოვნო საჩუქარი ელოდება ბათუმის მოსახლეობასაც. იანვრიდან მგზავრობა ძვირდება. 50 თეთრის ნაცვლად მგზავრები 70 თეთრს გადაიხდიან. ტარიფის მიკროავტობუსის მძღოლებმა თავად მოუმატეს. გადაწყვეტილებას სჭირდება თანხმობა საკრებულოსგან, რომელიც ვერ ფუნქციონირებს. შედგა თუ არა წინასაარჩევნოდ გარიგება? არსებობს მოსაზრება, რომ მხარდაჭერის სანაცვლოდ ოცნება მძღოლებს მგზავრობის გაძვირებასა და მეტ სარგებელს დაჰპირდა, მაგრამ ახლა საკრებულოში უმრავლესობა არა აქვს. ერთი რამ ცხადია - ტვირთი მოსახლეობას დააწვება.
ქართული ოცნების იმედად გაზრდილი ტარიფი?
28 დეკ 202120:34
3 წუთის საკითხავი