logo
ENG



საქართველოში 2021 წელს ინფლაციამ რეკორდული რიცხვი, 13.9% შეადგინა - რას მოემატა ფასი

03 იან 202212:51
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წელს წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა, რაც  რეკორდული მონაცემია.

საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ინფლაცია 2.2-დან 12.8% მდე მერყეობდა, 13,9% კი ყველაზე მაღალი მონაცემია.

ხოლო დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციამ 0.3%-ით მოიმატა. ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა ჯგუფებში.

დეკემბერში ფასები მოემატა:

სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს - 0.8%-ით

სასტუმროებს კაფეებს და რესტორნებს - 0.9%-ით

ხოლო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ფასები დააკლდა - 1.4%-ით.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, წლის განმავლობაში ფასები მოემატა:

სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს - 15.6%-ით, მათ შორის:

ზეთსა და ცხიმს - 24.5%-ით

ბოსტნეულს და ბაღჩეულს - 20.7%-ით

პურსა და პურპროდუქტებს - 20.2%-ით

შაქარს და ტკბილეულს - 19.8%-ით

რძეს, ყველსა და კვერცხს - 15.3%-ით

ხორცსა და ხორცპროდუქტებს - 10.2%-ით

ასევე, ფასები მოემატა:

ტრანსპორტს - 17.3%-ით

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 43.5%-ით.

ინფლაცია ფასთა დონის ზრდაა მსყიდველობითუნარიანობასთან შედარებით.


close დახურვა