მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს - კომუნიკაციიის აღდგენის შესაძლებლობა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა, რა მოთხოვნების 6 იანვრამდე დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სააკაშვილი აპირებს მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე არ ასახელებს თუ ზუსტად რა პროტესტის ფორმას მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
"ვერ გვატანს ვერაფერს, წერილებით ვერ ვკომუნიკაციობთ. გვაქვს მხოლოდ იმის საშუალება, რომ გასვლის წინ მაგიდაზე რაღაც დაგვიტოვოს, რაც ბუნებრივია, კომუნიკაციას ვერ უზრუნველყოფს.
ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, მივიღებთ ორ შედეგს, პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარსედება და შესაძლოა მისი სიკვდილიც გამოიწვიოს. მეორე თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ მოგვარდება და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. შემიძლია გითხრათ, რომ უკიდურესი ფორმა იქნება გამოყენებული, თუმცა რა ფორმა ვერ დავაზუსტებ." - ამბობს შოთა თუთბერიძე
სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მიხეილ სააკაშვილს დღეს ადვოკატები ხვდებიან. ბექა ბასიალაია ციხეში შესვლამდე ამბობდა, რომ წლევანდელი წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი უნდა იყოს.