logo
ENG



გახარიას პარტია სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

04 იან 202211:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/04/5bexmu9d6evr81c.jpg

პარტია საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. როგორც დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, ამ პირობებში კომისიის შექმნა სწორი არ არის.

"როდესაც ქართული ოცნება ყველაზე მავნებლურ გადაწყვეტილებას იღებდა, ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით, რა იყო ნაციონალური მოძრაობის ქმედება? სამწუხაროდ, ისინი პლენარულ სხდომაზე არც კი გამოცხადდნენ. მახსოვს ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი, როცა კომიტეტის სხდომაზე ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარებდა, მიხეილ სააკაშვილის წერილის კითხვა დაიწყო. ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა სწორედაც ერთმანეთს ასულდგმულებს", - განაცხადა ბუჩუკურმა ჟურნალისტებმა.

მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. 

როგორც მშვენიერაძემ განმარტა, სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესწროს და ყველაფერზე დეტალურად ისაუბროს. 

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ენმ პარლამენტში შევიდეს საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თუ ნახავენ, რომ აღნიშნული კომისია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან მიმართებაში სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციების ჩანაცვლებას შეძლებს. 


close დახურვა