logo
ENG



ადვოკატი: სააკაშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას

03 იან 202216:18
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა/კადრი

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილია პარლამენტში მის საქმესთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. 

როგორც მშვენიერაძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესროს და ყველაფერზე დეტალურად ისაუბროს. 

"სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია მისი საქმის გამოძიებასთან, რადგან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მასთან მიმართებაშიც, დეტალურად გამოიკითხა და ფიქრობს, რომ ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რათა შეანელოს გამოძიების პროცესი.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს, მათ შორის დააყენებს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები. შესაბამისად, ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება 50 ოპოზიციონერი დეპუტატისადმი მათაც შეაფასონ ეს მდგომარეობა", - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

მიხეილ სააკაშვილს დღეს ადვოკატები ხვდებიან. ბექა ბასიალაია ციხეში შესვლამდე ამბობდა, რომ წლევანდელი წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი უნდა იყოს. კიდევ ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიზემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს - კომუნიკაციიის აღდგენის შესაძლებლობა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა, თუ ეს მოთხოვნები 6 იანვრამდე დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სააკაშვილი აპირებს მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას. 

 

 
 
 

close დახურვა