logo
ENG



ღარიბაშვილი ილია II-ს: ბედნიერი ვართ, რომ თქვენისთანა ბრძენი კაცი მიუძღვება ჩვენს ერს

04 იან 202214:28
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი ილია II-ს: ბედნიერი ვართ, რომ თქვენისთანა ბრძენი კაცი მიუძღვება ჩვენს ერს

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს მიულოცა, რომელიც 89 წლის გახდა. პრემიერი ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვდა.

"დიდი პატივია პირადად მოგილოცოთ დაბადების დღე... უაღრესად ბედნიერი ვართ, რომ თქვენისთანა ბრძენი კაცი მიუძღვება ჩვენს ერს აგერ უკვე 44 წელია. მადლობა უფალს, რომ თქვენ გამოგარჩია პატრიარქად", - უთხრა ღარიბაშვილმა პატრიარქს შეხვედრისას. 

მთავრობის პრესსამსახურმა ასევე ღარიბაშვილის მისალოცი ტექსტიც გაავრცელა:

"44 წელია საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა, და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს.

ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება". 

მთავრობამ შეხვედრის კადრებიც გაავრცელა. საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.


close დახურვა